pexels-photo-3769118-3769118.jpg
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
gb01c4a40615459cc542a45ab48643db7aa14fa8ced5d2374f91d04c692781287f936f0e5624d3cfbf535417ea9dbce92_1280-425633.jpg
მეფემან ბრძანა: „ვინ არის უცხო პირად და ტანადო?“ უბრძანა ერთსა მონასა: „წადი ფიცხლად და ჯანადო! „გიბრძანებს“ უთხარ, ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო! ვინცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!“
pexels-photo-208674-208674.jpg
წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად. მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.